მთაწმინდაზე ადამიანის მსგავსი არსება დადის, თავის თავს ელაპარაკება და სარკეებს იპარავს

მთაწმინდაზე ადამიანის მსგავსი არსება დადის, თავის თავს ელაპარაკება და სარკეებს იპარავს

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო... რაც შუალედური არჩევნების წინა პერიოდი ძალაში შევიდა, მთაწმინდაზე გამოჩნდა ადამიანის მსგავსი არსება, რომელიც თავის თავს ელაპარაკება, თქვენი ჭიშკრების შემოღებასაც ბედავს და... თუ საშუალება მიეცა, მანქანების სარკეებსაც იპარავს.

როგორც ადგილობრივები, ანუ ზოგიერთი თქვენგანი ინკოგნიტოდ ამბობს, ეს თბილისის ყოფილი მერი, მატროსოვის ციხის ყოფილი პატიმარი, გიგილო უგულავაა. თვითმხილველების თქმით, უგულავა შედის ყველგან, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება, თან ბუტბუტებს - შავგულიძე, შავგულიძე, შავგულიძეო. სავარაუდოდ, ეს ის შავგულიძე უნდა იყოს, ერთი ხანობა ვითომ "ნაცებს" რომ ებრძოდა, მერე "ოცნებაში" რომ ისკუპა და ახლა კი "ნაცებში" გადასკუპდა პატიოსნური ღიმილით. ჰო, ეს ისაა, ახლა მთაწმინდაზე მაჟორიტარობას რომ უმიზნებს.

კი, ბატონოო, უგულავა კი დაბოდიალობს მთაწმინდაზე, მაგრამ ეს "მანქნების" სარკეები რაღად უნდაო? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით. ჯერ ერთი, მოპარვა მისი ჰობია, ბიუჯეტიდან 47 მილიონი მოიპარა და სარკეები რა ბედენაა? მეორეც - ამით ორ კურდღელს იჭერს, სარკეები რომ იკარგება, სულ "ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს აგინებენ. ხედავთ, რაშია საქმე?

მოკლედ, შეხედავთ ამ ადამიანის მსგავს არსებას, კაცს ჰგავს, დააკვირდებით და... რაღაც უცნაური წარმონაქმნია - არაფერსაც არ ჰგავს.

გიორგი ხმალაძე