თეიმურაზ მურვანიძე: მივმართავ მინისტრ გიორგი გახარიას

თეიმურაზ მურვანიძე: მივმართავ მინისტრ გიორგი გახარიას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ვიცი, რომ მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, და სიმართლე რომ ვთქვა, მისი ბევრი ნაბიჯი ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ერთი დიდი თხოვნა მაქვს პირადად ბატონ გიორგი გახარიასთან:
იანვრის თვეში გახლდით ქალაქ ფოთში, რამდენიმე დღიანი ვიზიტით.
გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და სრულიად უმიზეზოდ, დამაჯარიმეს ღვედის გამო...
იმ ჯარიმას მე როგორმე გადავიხდი, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც საპატრულო პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, სრულიად უმიზეზოდ, თეთრზე შავს გიმტკიცებს და გეუბნება რომ ღვედი არ გეკეთაო, როდესაც გეკეთა...
ამის მოწმე გყავს ადამიანები, ვინც მანქანაში იმყოფებოდნენ და ხედავდდნენ ამ უსამართლობას, მაგრამ როგორც გაირკვა, ამ თვითმხილველების ჩვენება არაფერს ნიშნავს, რადგან ვიღაც ფორმიან კანონდამრღვევს უმიზეზოდ შეუძლია დაგაჯარიმოს...
მივმართე შსს-, თუმცა გამოკითხვაზეც არ დავუბარებივარ არავის...
იმ ჯარიმას გადავიხდი როგორმე, მაგრამ მინდა მივმართო ბატონ გიორგი გახარიას - ერთი ჩვეულებრივი მოქლაქე გთხოვთ, ფოთის საპატრულო პოლიციას ის მაინც მოსთხოვოთ, რომ კანონი დაიცვან, ასეთი უტიფრობა, რასაც ისინი ავლენენ, ვნებს როგორც მთლიანად საპატრულო პოლიციის იმიჯს, ასევე ვნებს მოქალაქეთა რწმენას მთლიანად ქართული ძალოვანი სტრუქტურების იმიჯს...
მე იმ ჯარიმას გადავიხდი...
მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის უტიფარი ძალადობა, რაც ფორმიანმა უბრალოდ მოქალაქის წინააღმდეგ გამოიყენა.