გია გაბრიჭიძე: მიიტანეთ ხალხამდე ეს ყველაფერი, მიიტანეთ!

გია გაბრიჭიძე: მიიტანეთ ხალხამდე ეს ყველაფერი, მიიტანეთ!

გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი):

ძალიან კარგია, რომ ვრცელდება ინფორმაციები გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების შესახებ.
ძალიან კარგია, რომ დროულად ხდება 2-ის სიცრუეებზე პასუხის გაცემა, მაგრამ . . . (ეს ოხერი "მაგრამ"!)
საქართველოს რამდენი მოქალაქე უყურებს 2- და რამდენი კითხულობს ინტერნეტში გაცემულ პასუხებს?
რამდენმა იცის, თუ რა კეთდება მათი სოფლის, თუ ქალაქის ახლოს?

 

თხელ ედუარდ შევარდნაძეს (უკვე გადამდგარი იყო), ინტერვიუს დროს რაღაც შეკითხვა დავუსვი. გამომხედა და მეუბნება - გია, შენ აქ გასართობად მოხვედი, თუ საქმეზეო?
- რატო მეუბნებით, ბატონო ედუარდ-თქო?
- ეგ შეკითხვა ამ ორი დღის წინ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ჟურნალისტმა დამისვაო.
- უკაცრავად, მაგრამ გუშინ დილით საუზმის დროს "ნიუ-იორკ ტაიმსი" არ მოუტანიათ-თქო, - მივუგე მე.
ძალიან კარგია, რომ კეთდება, ძალიან კარგია, რომ ყველა სიცრუეს ეძლევა შეფასება და პასუხი გაეცემა, მაგრამ ქუხნაში ბლატაობას და შინაურებისთვის ამბების მოყოლას არანაირი აზრი არ აქვს.
მიიტანეთ ხალხამდე ეს ყველაფერი, მიიტანეთ!