"საერთო გაზეთის" მიმართვა ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას

"საერთო გაზეთის" მიმართვა ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას

ბატონებო,

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხსენით საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები, რომლებიც უკვე 47-ე დღეა „კურიერის“ დაწყებამდე დღეში ხუთჯერ ტრიალებს ეთერში.

ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, სისხლიანი ანგარიშსწორება.

აბა, დავფიქრდეთ - ამ კადრების ნახვის შემდეგ რომელი ინვესტორი დათანხმდება აქ ფულის ჩადებაზე, ან რომელი ტურისტი გარისკავს ჩამოსვლას? ან როგორ მოხდება ლარის დასტაბილურება და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები?

ასე რომ, დაბეჯითებით გთხოვთ, მოხსენით ეს კადრები ეთერიდან.

„საერთო გაზეთის“ რედაქცია