ია მეტრეველი: მინდა ვუთხრა ნაცჯალათებს, არ გამოგივათ რევოლუციის აგორება!

ია მეტრეველი: მინდა ვუთხრა ნაცჯალათებს, არ გამოგივათ რევოლუციის აგორება!

"ნაცების" ოცნება და გეგმაა, ქუჩაში არეულობის მოწყობა და არეულობის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც იყენებენ გაუბედურებულ მამას და ამ საშინელ ტრაგედიას. სწორედ ამიტომ არ მივედი იმ აქციაზე და ვერ დავუდექი გამწარებულ მამას, ვის გვედზეც ჩვენი შვილების მკვლელები და ქვეყნის დამაქცევრები დგანან. მე მთელი არსით ვუთანაგრძნობ დავით სალარიძეს და ზუსტად ვიცი რასაც განიცდის, ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გადატანილი. რაც შეეხება შოთაძეს, ის არის კეთილშობილი ადამიანი და ძალიან გული დამწყდა რომ თანამდებობა დატოვა. ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ეს ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ვუთხრა ნაცჯალათებს, არ გამოგივათ პროვოკაცია და რევოლუციის აგორება ისე, როგორც არ გამოგივიდათ ნარკორეალიზატორების მიტინგების გზით. ხალხი ამის უფლებას არ მოგცემთ. იმედი მაქვს, რომ სამართალი აღდგება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.