NDI: გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია გახდეს ნატო-ს წევრი

NDI: გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია გახდეს ნატო-ს წევრი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 78%-თვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი – 78% პასუხობს, რომ მისაღებია, 13% თვის მიუღებელია, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 9%-მა გასცა.
ცნობისთვის, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.