მიხა აყროლდა!

მიხა აყროლდა!

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხა სააკაშვილი აყროლდა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა" საქათმემ "წმინდანად" გრიგოლ ვაშაძე გამოაცხადა, ისედაც ბინძური ყოფილი უფრო ბინძურ ენაზე ალაპარაკდა - ის საპრეზიდენტო კანდიდატებს განავალს უწოდებს:

"რამდენი ხანიც გინდა, იმდენი ხანი შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, ვის მივცეთ ხმა არჩევნებზე და ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ ერთი რამ არის ცხადზე ცხადი: არჩევნებზე, როგორც ყოველთვის, ახლაც განავალის სხვადასხვა სახეობას გვთავაზობენ".

მიხ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის არჩევნებსაც აფასებს:

"განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი ძალიან ყარს, მეორე ნაკლებად და მესამე კი არც ისე, მაგრამ ყველა მაინც ერთი განავლისგანაა. ერთის მეორეთი ჩანაცვლებით არაფერი შეიცვლება. ისევე როგორც საწოლების გადაადგილებით სისტემა არ შეიცვლება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ითვალისწინებენ ჩინოვნიკები და დეპუტატები ადამიანების აზრს და აიგნორებენ მათ სურვილებს?! იმიტომ, რომ ადამიანებზე არაფერია დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ გადააყენოთ პრეზიდენტი, რომელიც ყველას გძარცვავთ? არა! აბა რატომ უნდა გაითვალისწინოს მან თქვენი აზრი და უარი თქვას უზარმაზარი ფულის შოვნაზე"?

როგორც ქართველი და უკრაინელი სინოპტიკოსები იტყობინებიან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია მიხა უწმინდურის უფრო გაავება და აყროლება 200-300 მეტრი წამში.

გიორგი ხმალაძე