გელა ზედელაშვილი: მიხამ ბოლომდე ჩაიხადა, შიშველია!

გელა ზედელაშვილი: მიხამ ბოლომდე ჩაიხადა, შიშველია!

რასაც ბოლო დროს სიდედრთან ჩასახლებული მიხა სააკაშვილი აკეთებს, ამის გამო სრული უფლება მაქვს, მას ვუწოდო გარეწარი. რაღა დაგიმალოთ და ამ არჩევნებმა მთლად გააშიშვლა და გამოიყვანა მწყობრიდან. არა, ეგ ავაზაკი მწყობრში არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამდენს მაინც ვერ ბედავდა. აი, ნახეთ მისი ბოლო "ნამუშევარი":

“ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ. როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ და ამასაც მოვატანინებ, გახსოვთ როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ, იყო იუზა თუ რა გვარი იყო… გახსოვთ როგორ მოვატანინეთ ყოფილი კავშირგაბმულობის".

როგორც ხედავთ, კოკაინზე შემჯდარმა ბატონმა მიხამ ბოლომდე ჩაიხადა შარვალი, ის მზადაა, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ერთი-ერთზე გაიმეოროს, რაც 10 წლის განმავლობაში იკადრა. თან იძახის, გამოვსწორდიო, თან იმუქრება, ისევ ისე მოვატანინებ მავანთ ფულსო... გახსოვთ, როგორ მოვატანინეო? თან იძახის, გავკეთილშობილდი, სახლებს აღარავის წავართმევ, მაგ საქმემ  შეყოლიება იცისო... თან იმუქრება, ისევ მოვატანინებო! თან იძახის ღრიღოლის პირით, ხალხს ბანკების ვალები ჩამოაწერეთო და... როცა ჩამოაწერეს, ამტკიცებს, ეგ დანაშაულიაო!

იცით, ეს რისი ბრალია? მილიარდები რომ გაზიდა საქართველოდან დამპალ ბიძასთან ერთად და უკან არაფერი მოვატანინეთ. რა გინდა მეტი, პროკურატურავ? ეს გარეწარი ყოველდღე აღიარებით ჩვენებას იძლევა, აღარც მოწმეები სჭირდება და აღარც ხელის დამდებები!

საქართველოში ამათი დაბრუნების 1%-იანი შანსიც კი არ უნდა არსებობდეს, თორემ სისხლის კალოს დაატრიალებენ!