მიხეილ სააკაშვილი: ახლა საქართველოში არ არის ის სიტუაცია, რომ დავბრუნდე

მიხეილ სააკაშვილი: ახლა საქართველოში არ არის ის სიტუაცია, რომ დავბრუნდე

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა:

"დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, რადგან თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს, უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებს ბელგიაში".