მიხოს გენეზისი, ანუ 99+1%-იანი ტარაკუა

მიხოს გენეზისი, ანუ 99+1%-იანი ტარაკუა

მიხეილ გალანდსკის რამსები ისევ აერია - იმის ნაცვლად, რომ ფსიქიატრიული ტესტი ჩაეტარებინა, ამერიკაში გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. ახლა ამტკიცებს, 99%-იანი ქართველი ვარ, ხოლო ჩემში 1% ბერძნული სისხლიაო. მართალია, "დაკუმენტი" არ წარმოუდგენია, მაგრამ თუ მის დავთრებს დავუჯერებთ, ამ ამბავში საერთოდ არ ჩანს ბაბუამისი მიხეილი, რადგან ის 100%-იანი სომეხი გახლდათ და ამით ამაყობდა კიდევაც. შესაბამისად, გალანდსკის განცხადების თანახმად, თამაშგერე მდგომარეობაში რჩება მამამისი ნიკოლოზიც. ამოცანა გვეკითხება: საიდან აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ქართული სისხლის 99 და ბერძნული სისხლის 1 პროცენტი, ვისი შვილია, ანუ ვინ გააკეთა ეს ტაშკუილა?! მოდით, ჯერ მის განცხადებას გავეცნოთ სრულად, შემდეგ კი ვიმსჯელოთ მის ნამდვილობასა თუ არანამდვილობაზე.

მიხეილ გალანდსკი წერს: "წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არც ერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ,იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას".

ვერ მოგატყუებთ, მიხოლოგობას ნამდვილად ვერ დავიბრალებ, მაგრამ მოგიყვებით ერთი ფაქტის შესახებ, რომლის მომსწერც თავად გავხდი: 2008 წელია... ის პერიოდი, მიხო რომ გადადგა, კენჭი ხელახლა იყარა და ვითომ რომ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მთავრობის აპარატიდან რედაქციაში დარეკეს, თქვენზე სამი მოსაწვევია და წაიღეთო. მივედი მთავრობის სასახლეში (ქაჯეთის ციხეს რომ ეძახიან), პირველ სართულზე ჩოჩქოლია, ვიღაც იქაჩება, ნერვიულობს და ითხოვს მოსაწვევს. შევხედე (არ დაიჯერებთ), მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზია. გოგოები ეხვევიან, თან დაბნეულები უმტკიცებენ, ბატონო ჩვენო, თქვენზე მოსაწვევი არ არის და რა ვქნათ, როგორ მოგართვათო? როგორ არ არის, მე ხომ პრეზიდენტის მამა ვარო? ისინი მხრებს იჩეჩავენ, აშკარად არ სჯერათ, რომ პრეზიდენტის მამაა, ვიღაც თვითმარქვია ჰგონიათ. გოგოებს ვეუბნები, მართლა ის არის, ზედა სართულებზე ვინმეს შეატყობინეთ, თორემ ეს კაცი აქედან არ წავა-მეთქი. წავიდნენ, ვიღაცა მართლაც შეაწუხეს და მისცეს მოსაწვევი. ამ მომენტს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ნიკოლოზთან გასაუბრება ვცადე - ეს როგორ, თქვენთვის მოსაწვევი სახლში არ უნდა მოეტანათ-მეთქი? ჯერ გაურკვევლად რაღაც ჩაიბურდღუნა, მერე კი ძლივს ამოღერღა, არ მომიტანესო, ეგრე მოხდაო.

ამ ამბავმა მაშინვე დამაფიქრა, მიხო ამ კაცს მამად არ აღიარებს და ნეტა რატომ-მეთქი? როგორც ხედავთ, ამაზე პასუხი თავად მიხეილ გალანდსკიმ გასცა - თუ შვილი 99%-იანი ქართველია, მაშინ მამა რანაირადღაა სომეხი? რაც ამას წინებზე თეორეტიკოსმა ბიძინა სავანელმა დაწერა, ეს ადრეც მქონდა გაგონილი გარკვეული წრეებიდან, მაგრამ მოდით, ბატონი ბიძინას მტკიცებულება ვნახოთ:

''მიხეილ სააკაშვილის ბაბუა იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი, რომლის მამამ სომხური გვარი - სააკიანი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში სააკოვად გადაიკეთა. ჰოდა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი ერთ დღეს ცეკაში დაიბარეს და როგორც კკბ- აგენტს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობა დაავალეს, თან გვარის გამოცვლა მოსთხოვეს. ჰოდა, გამოიცვალა! ჰოდა, გახდა რექტორი! ერთი პერიოდი ალიო მირცხულავა გაზეთლიტერატურული საქართველოსრედაქტორი იყო. გაზეთში, არც თუ იშვიათად, მიხეილ სააკაშვილის ბაბუა წერილებს აქვყნებდა. ერთხელ სტატია რომ მიიტანა, რედაქტორი არ დახვდა, სტატია დატოვა და შემდეგი მინაწერი გაუკეთა: "ძმაო, ალიო, სტატიას რომ გაეცნობი, დარწმუნდები, რომ მე სომეხი - გაცილებით უკეთესად ვფლობ ქართულს, ვიდრე ბევრი ქართველი მწერალი.“ ბატონებო, ვინც არ დამიჯერებს, აიღოს და ამის შესახებ აკადემიურ წრეებში გაიკითხოს".

აი, ამას ვამბობდი, რა გამოდის, თუ მიხო ნაღდმა ქართველმა (რაც არ ეტყობა) გააკეთა, ნიკოლოზი უბრალოდ მამინაცვალია და მეტი არაფერი? სირცხვილი და თავის მოჭრა! სხვათა შორის, მეგობრებო, ბატონი გალანდსკი იძახის, ჩემი წინაპრების სისხლი რეგიონის არც ერთ ეთნოსს არ შერევიაო... ამოცანა დაჟინებით გვეკითხება: მაშ, საიდან 1% ბერძნული სისხლი? მაქვს ასეთი ვერსია - როდესაც უხსოვარ დროში კოლხეთს არგონავტები ეწვივნენ და ოქროს საწმისთან ერთად ქალბატონი მედეაც გაიტაცეს, როდესაც იასონმა (ქმარმა) მედეას უღალატა და მედეამ შურისძიების მიზნით შვილები დახოცა, ერთ-ერთი შვილი ქვევრში დაიმალა, გადარჩა და აი, ის იყო სწორედ მიხეილ გალანდსკის ბაბუის წინაპარი. იარა სისხლმა, იარა, გადმოვიდა სისხლი ჯამიდან ჯამში, ქვევრიდან ქვევრში, ჭიქიდან ჭიქაში, ძარღვიდან ძარღვში, ვენიდან ვენაში და ბოლოს 1%-მა მაინც მოაღწია მიხოს ჯანში. არა, მე არ ვამტკიცებ, რომ ზუსტად ასე იყო, უბრალოდ ლოგიკური აზროვნების საფუძველზე ასეთი ვერსია გამიჩნდა - აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ როდესაც მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი ნიმფა ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი - აფსირტოსი, სწორედ ამ აფსირტოსის შთამომავალი იყოს მიხეილ გალანდსკი. მეტიც, მიხოს მითოლოგიური სახელი უნდა იყოს აფსირტოსი, ანუ აფსი რტოს. თუ ეგრე არ არი, მაშინ რატომ იფსამს მიხო ეგრე ხშირად?!

სხვათა შორის, მიხოს წერილში არის ერთი მომენტი, რაც მაფიქრებინებს, რომ სადღაც გულის კუნჭულში კახელები ვეზიზღებით და ამიტომაც დაგვარტყა. ის ამბობს: "ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში". არა, ხედავთ, სად გვირტყამს? ესე იგიო, ჩემი საქმე ეგრე კი არ არი, როგორც კახელებს დაემართათ, შაჰ-აბასის სისხლი რომ შეერიათ და გონს ვეღარ მოდიანო, ვერ მაფასებენო, ავისა და კარგის გარჩევა აღარ შეუძლიათო. ნუ, ეხლა, თუ ჩვენ სპარსული სისხლი შეგვერია, რა ვქნათ, ხალხნი აღარ ვართ? ბოლო-ბოლო, ეს ხომ ბედის უკუღმართობამ გამოიწვია და არა ჩვენმა სურვილმა? ეს ყველაფერი ხომ იძულებითი იყო და არა ნებაყოფლობითი? ჩვენ ბევრი ვიომეთ, წინააღმდეგობაც გავწიეთ, მაგრამ... ეეეჰ, მიხო, ბერძნულ-რომაულ-ქართული სისხლის მქონე ადამიანი ჩვენს ტკვივილს ვერასოდეს გაიგებს და გაითავისებს. დიახ, შენ იყავ პრეზიდენტი, ვერ გაითავისე ჩვენი ტკივილი და ამიტომაც ამოგარტყით პანჩური. კი, ვაღიარებთ, ცოტა უხეშად გამოგვივიდა, მაგრამ რა ვქნათ, ეს სპარსული სისხლის ყივილი იყო. განა ჩვენ არ გვინდა, ზრდილობიანად მოვიქცეთ?.. განა არ გვინდა, ჩვენშიც იყოს თუნდაც 1% ბერძნული სისხლი? მაგრამ არ არი. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო! ჰო, კინაღამ დამავიწყდა... მიხო, მოგიტ...ან ქართულის მასწავლებელი, ერთი წინადადების დალაგებაც რომ ვერ გასწავლა ხეირიანად!

***

მოარული ამბები მიხოს წარმომავლობაზე

სააკიანი და სააკოვი სომხეთში გავრცელებული გვარებია. ამ გვარის ორიგინალი ვერსია - სააკიანია, მაგრამ რუსეთში წასულებმა სააკოვად გადაიკეთეს, საქართველოში ჩამოსულები კი სააკაშვილები გახდნენ. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, მიხოს ბაბუა - მიხეილ სააკაშვილი ამას არც მალავდა. თავის დროზე, მას თანამშრომლობა ცნობილ ქართველ პოეტ ხუტა ბერულავასთან მოუწია, რომელიც იმ დროს გამომცემლობის ხელმძღვანელი იყო და სააკაშვილის წიგნი უნდა გამოეცა სამედიცინო ისტორიის შესახებ. წიგნის განხილვისას სააკაშვილს ხუტასთვის უთქვამს, არ გიკვირს, სომეხმა კაცმა ქართულად რომ დავწერე წიგნიო? ამ ამბავს ხუტა ბერულავა ხშირად იხსენებდა.

გადმოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის (ბაბუის) მეზობლად მცხოვრები ადამიანები იმასაც ადასტურებენ, რომ იგი ერთ ხანს ნამდვილ გვარს - სააკოვს ატარებდა. 1950-58 წლებში სამედიცინოს რექტორი გახლდათ, რადგან სტალინის დროს გორელებს წყალობდნენ. გორელ სააკაშვილებზე ცნობებს იაკობ გოგებაშვილიც გვაწვდის. მართალია, ნაწარმოებში ნახსენები სომეხი მღვდლის ვინაობა დოკუმენტურად უცნობია და ტერტერათი მოიხსენება, გოგებაშვილს იგი შემთხვევით არ მოუნათლავს სომეხ სააკაშვილად. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილის სოფელი გორთან ახლოს მდებარეობს და ამ გვარის ნამდვილი წარმომავლობა კარგად იცოდა.

***

და ბოლოს, სერიოზულად

მიხო, შენ რომ ძაან მაგრად არ აჟუილებდე, რა შუაშია ახლა სომხობა, ბერძნობა და ქართველობა? იყავი პრეზიდენტი და დედა მოუტ...ანი ქვეყანას. შენთან პრეტენზიები გვქონდა არა სომხობის, არამედ ფაშისტობის გამო. ბოლო-ბოლო, თუ კაცად არ ვარგიხარ, არც სომხობა გიშველის, არც ქართველობა და არც რომაელობა. გინდა გენეტიკური ტესტი ჩაიტარე, გინდა - ანტიკური, ლეში ხარ და ლეშად დარჩები!

ვიმეორებ: ერთი ტარაკუა ლეში ხარ!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"