მიხოს კოკაინური აშლილობა ამნეზიის ფონზე

მიხოს კოკაინური აშლილობა ამნეზიის ფონზე

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, აზრზე არა ვარ, ვინ არიან ახალაიები, ვინ არის ბაჩო, ვინ არის დათა, ვინ არის როლანდი, ვინა არის მეგისი, ეგეთებთან შეხება საერთოდ არ მქონიაო. ბუნდოვნად მახსოვს ზურაბ ადეიშვილიო. მან აშკარად ვერ იცნო მიუნხენში ჩასული გიგილო უგულავა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯართს ეძახდა. დიახ, ვერ იცნო, თორემ თავის მლანძღველს ხომ არ ჩაეხუტებოდა? გამორიცხულია!

მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, არ მახსოვს, ვინ არის ვლადიმერ სანაკოევიო. აი, მიხავ, ამ ფოტოზე ვისაც შენ უცინი და ხელს ართმევ, ეგ არი ვლადიმერ სანაკოევი, ხოლო მეორე, ნიკაპქვემოთ ხალი რო მოუჩანს, ეგ დიმიტრი სანაკოევია, სოფელ ქურთაში პრეზიდენტად რო დაგვისვი და მილიონები ათეთრებინე. ხახით მაინც ვერ იხსენებ? შეიძლება არ გახსოვს, რომელ წელს იყო ეგ ამბავი... ეგ იყო, შე ფარჩაკო, 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. 2008 წლის ომის შემდეგ ვლადიმერი მოსკოვში გაიქცა და იქიდან გვითხრა, საქართველოში ფეესბეს დავალებებს ვასრულებდიო.

მიხეილ სააკაშვილი ნაწილობრივ სცნობს გრიგოლ (გრიშა) ვაშაძეს და ამიტომ მას გიას ეძახის. ბიჯო, ეგ გია კი არა, ღრიღოლია, ღრიშა, გაიგე?!

გიორგი ვაშაძესაც ნაწილობრივ სცნობს, მას გოგიტას ეძახის. ბიჯოოო, რა გჭირს, ხომ გითხრეს, ამდენ კოკაინს ნუ ისრუნტავო? მაგას გოგიტა კი არა, გიორგი ჰქვია, შეგიძლია, გიაც დაუძახო!

ისა და... ბებიაშენის სახელი გახსოვს? ჰო, მზია ერქვა, მზია!

მიხავ, ხუმრობა იქით იყოს და... თუ არ გახსოვს, მაგაზე არ იდარდო, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, ყველაფერიიი!!!

გელა ზედელაშვილი