სოფიო ქაცარავა: მნიშვნელოვანია, რომ ბოლტონი კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას

სოფიო ქაცარავა: მნიშვნელოვანია, რომ ბოლტონი კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას

სოფიო ქაცარავა (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში ასეთი მაღალი პოზიციისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია, კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების განვითარებას. მისი სახით საქართველოს ჰყავს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უსაფრთხოების მიმართულებით მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის აღიარების საკითხს რაც შეეხება, ეს იყო ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის საკითხი მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხოვანი გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებსა და საკითხებს შორის, რომლებზეც აშშ-ს და საქართველოს  სრული თანხვედრა აქვთ".