მანანა არჩვაძე-გამსახურდია: მოგენატრათ მიშა, სანდრა, გიულა, გიულენი, ბოკერია, მერაბიშვილი?

მანანა არჩვაძე-გამსახურდია: მოგენატრათ მიშა, სანდრა, გიულა, გიულენი, ბოკერია, მერაბიშვილი?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 „საზოგადოების საყურადღებოთ!!! ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ დღევანდელი აქცია „ნაცების“ გეგმით მიმდინარეობს, მოგენატრათ მიშა, სანდრა, გიულა, გიულენი, ბოკერია, მერაბიშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო!!! გაიხსენეთ, საიდან მოდიან, ვისი ბუნაგიდან გამოვიდნენ, სხვადასხვა ფორმითა და სცენარით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა რომ არავინ ახსენა... კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა, მიტინგების დარბევა, მომიტინგეების დახვრეტა კანონიერი ხელისუფლების ამომრჩევლების მასიური დაპატიმრება, ვერ ხვდებით ქართველთმოძულე, ჯალათი შევარდნაძის მემკვიდრეები რომ წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ იმავე მეთოდებს იყენებენ საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად, როდის უნდა უთხრათ არა! ჩვენი სამშობლოს დაუძინებელ მტრებს!!!“ - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.