მორიგი დეზინფორმაცია "შაბათის კურიერში"

მორიგი დეზინფორმაცია "შაბათის კურიერში"

"შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის გამო კვირას, ისევ "კურიერში" "რუსთავი 2"-მა თავის მართლება დაიწყო. სიუჟეტში (ისტერიკულ ფონზე) საუბარი იყო, თითქოს ქართველმა იუნკერმა ამერიკელ იუნკერ გოგონაზე იძალადა, ანუ სავარაუდოდ იძალადა, ანუ სავარაუდო ძალადობას ჰქონდა ადგილი. მოგეხსენებათ, ეს "რუსთავი 2"-ის სტილია, მაგრამ "კურიერს" თავისივე დეზინფორმაციის უარყოფა დღეს, მას შემდეგ მოუხდა, რაც საქართველოში ამერიკის საელჩომ მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.

"კურიერი": "თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. "კურიერს" საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა".