გია აბაშიძე: მოსამართლეების თემა მხოლოდ საბაბია

გია აბაშიძე: მოსამართლეების თემა მხოლოდ საბაბია

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე საკრებულოს უმრავლესობიდან ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტან შაქარიშვილის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
იგი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლეების თემა მხოლოდ საბაბია. 

,,ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. მებადება რამდენიმე შეკითხვა:
- ეს რას ნიშნავს, იმას, რომ ჯაბა და ვატო პოლიტიკიდან მიდიან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში? თუ სინამდვილეში ბესელია-მაღრაძე პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებენ? თუ შავ ფულს ვერ აჩენენ და ამიტომ პარტიის დაფუძნების რეგულაციებს გაურბიან?..
- "დაიცავი საქართველო" არის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური დღის წესრიგით?
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მოსამართლეების თემა ამ ხალხის სქიზმის საფუძველი კი არ არის, არამედ მხოლოდ საბაბი. სინამდვილეში მათი გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ დაგეგმილი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”,- წერს გია აბაშიძე