ლევან ნიკოლეიშვილი: მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს!

ლევან ნიკოლეიშვილი:  მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს!

ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

ხვალ საქრთველოს ისტორიის ერთერთი დიდი ტრაგედიიდან 11 წელი სრულდება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, თუ ვინ დაიწყო ომი - ცხადია, რუსეთმა და არა 11 წლის წინ. მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის უგუნური და პროკაციული ქმედებები, რომელიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა. დღეს ამაზე საუბარს ყველა ერიდება - ნაცეებმა რუსეთუმეობა არ დაგვაბრალოსო. არა და სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას. ამ ომმა საქართველოში რამდენიმე ძირითადი მოქმედი პირი წარმოაჩინა: გმირულად მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები, გმირულად დაღუპული ჩვენი ულამაზესი გოგო-ბიჭები, მსხვერპლად შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა, ლაჩარი და თავის ხალხისა და ჯარის მოღალატე ხელისუფლება - უპატრონო ცხედრები გაიხსენეთ, რომ არა საპატრიარქოსა და სამღვდელოების ძალისხმევა, როგორ იყვნენ მიტოვებულები. ამ დროს რუსთაველზე ხელისუფლება, სავარაუდოდ, თავის გადარჩენას ზეიმობდა - აკი აღნიშნეს კიდეც, "ამოვისუნთქეთო". ოპოზიციამაც მორატორუმი გამოუცხადა. მოკლედ, ამოისუნთქავდნენ, აბა, რა. მაგრამ მანამდე რატომ არ გამოიყენეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა თუ ბერკეტი, გაერო თუ პარტნიორი ქვეყნები? ალბათ იმიტომ, რომ თავისი ტრიბუნა და დროშები ჰქონდათ გამზადებული ცხინვალში გასამართი მიტინგისთვის. რატომ ერეოდნენ სამხედრობის საქმეში და ყოველწუთიერად ცვლიდნენ გეგმებს და ბოლო მომენტში კი ბედის ანაბარა მიატოვეს მართლაც გმირი ბიჭები. რატომ იყო, რომ შსს-ს მაშინდელმა მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ეკა ზღულაძემ სიხარულით გვამცნო, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო. იმიტომ, რომ ორჭოსანი და დანარჩენი საქართველო არაფერში არ ენაღვლებოდათ. მთავარი იყო, მათ კაბინეტებს და თანამდებობებს არ გაჩენოდათ საფრთხე. ვინ არის იმ მილონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე და ქონებაზე პასუხისმგებელი, რომელიც ლანგარზე ალაფის სახით დაუტოვეს რუსეთის ჯარს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ს ქვა-ღორღი უწოდეს მოგვიანებით. დღეს კი ანტისაოკუპავიო დროშის ფრიალს ბედავენ. 
ძნელია, ძალიან ძნელი, დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა, ვინც მიუხედავად ყველას გაფრთხილებისა (მარტო აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გაფრთხილება რად ღირს!). ძნელია დაიჯერო იმ ხალხის, როცა ბიჭების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული, რუსთაველზე საკუთარი თავის გადარჩენას რომ ზეიმობდა. ძნელია, დაიჯერო იმ ხალხის, რომელმაც გაყვანილი რუსული ბაზების მაგივრად ისევ, ოღონდ ამჯერად რუსეთის ჯარები სხვა რაკურსით შემოიყვანა.
დიახაც, საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ ამვდროულად მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმ ომის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინ გადახდა - ვინ იყო მართლაც გმირი და ვინ მსხვერპლი, ვინ არის დამნაშავე და ლაჩარი და ვინ უგუნური.