ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა გრძელდება

ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა გრძელდება

ზაალ ანჯაფარიძე (ანალიტიკოსი):

მოსახლეობის ტვინების გამორცეხვა გრძელდება, თუმცა ძალიან კომიკური ფორმით. ისე, რომ IRI-ს ოფისს არანაირი პრეზენტაცია არ გაუკეთებია, "რ-2"-მა ამ ორგანიზაციის მიერ არავინ უწყის როდის ჩატარებული "კვლევის" შედეგები გამოაქვეყნა და ჰოი, საოცრებავ: რეიტინგებში "ლიდერობს" დავით ბაქრაძე, რომელმაც ბოლო არჩევნებში 10% მიიღო, ხოლო დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი, რომლებიც წინა კვლევებში ნდობის ველშიც კი არ იყვნენ მოხვედრილი, 41-41% იქნენ "დასაჩუქრებულნი". სხვა "მარგალიტებზე" საუბარი უბრალოდ უხერხულია. 
ის მაინც ვერ გაბედეს, რომ "ნაცმოძრაობა" რეიტინგების ლიდერად გამოეყვანათ და ისევ მეორე ადგილზე დატოვეს "ოცნების" შემდეგ. 
ველოდები IRI-ს რეაქციას, ბოლოს და ბოლოს, საქმე მის იმიჯს ეხება.