ირაკლი ღარიბაშვილი: მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები

ირაკლი ღარიბაშვილი: მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში:

„როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ იდეალური იყოს ყველაფერი, - არ იქნება იდეალური. არც ერთი მთავრობა, არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, მე ასეთი პოზიცია მაქვს,  რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის, მტრების წისქვილზე დაასხა წყალი. შვიდი წელი გავიდა. მინდა მივუბრუნდე სხვა ადამიანებს. ეკაზე არ მინდა ბევრი საუბარი, ჩვენი გუნდის წევრი იყო, ძალიან ერთგულად იდგა ბოლომდე გუნდის და ჩვენი ლიდერის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები, თუმცა ეს ჩვენი პარტიისთვის არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში ყველანი იხილავთ“.