14 ოქტომბერს "საქართველოს რკინიგზა" მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

 14 ოქტომბერს "საქართველოს რკინიგზა" მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12 სთ და 20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23 სთ და 20 წთ-ზე.

გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარელის ორ წუთიანი გაჩერება.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!