თამარ მახარობლიძე: მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს აღსრულებას

თამარ მახარობლიძე: მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს აღსრულებას

თამარ მახარობლიძე (სამართალმცოდნე):

რ2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არცერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
საქმეში განხილულ იქნა ბევრი ეპიზოდი სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საბოლოოდ კი დადგინდა, რომ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა. 
კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია! საქმის სრული გამარჯვებით დასრულებით, ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა! ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილად დიდი აღიარებაა. 
რ2 კი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჯერად, სტრასბურგში დამარცხდა.
მხარეს აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.