ბიძინა ივანიშვილი: ნახეთ, ეკა გიგაური რა დღეშია

ბიძინა ივანიშვილი: ნახეთ, ეკა გიგაური რა დღეშია

ეკა გიგაური 2013 წელს საჯაროდ წერდა, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული, დღეს კი ნახეთ, რა დღეშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გიგაური ადრე მოსამარათლეების უვადოდ არჩევას ემხრობოდა, ახლა კი როგორც უვადოდ არჩევის, ისე - მოსამართლეების წინააღმდეგ ილაშქრებს.

„შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სადაც გიგაურია, რომელმაც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს „ენჯეოდ“ წარმოგვიდგება. ჩვენ გვახსოვს 2013 წელს გიგაურის განცხადებაც. ჩვენს გუნდში ამაზე მრავალჯერად მინიშნებაც გვქონდა და შეხსენებაც, ეს ახალი არ არის, მაგრამ მინდა, საზოგადოებას შევახსენო: 2013 წელს გიგაური საჯაროდ წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული. მიგვანიშნებდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაბედოთ, მოსამართლეებს შეეხოთო. იგივე გიგაური დღეს ნახეთ, რა დღეშია და როგორ ილაშქრებს - უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიცაა, ყოველდღე პოზიციებს ცვლის“, - განაცხადა ივანიშვილმა.