ნეხვთა ღაღადი

განა ვინც საქართველოდან წავიდა, ყველა ნორმალურია? არა, რას ამბობთ, ზოგი ისე უბერავს, ბევრი სისულელის მნახველსაც კი პირს დააღებინებს! განა ვინც საქართველოდან სადმე, თუნდაც აშუშუში გადათესლდა, ყველა ქართველია? არა, თქვენ შემოგევლეთ, ბევრი იბრალებს ამ ქვეყნის შვილობას! განა ვინც საქართველოდან გაიქცა და ვისაც შარვალი აცვია, ყველა კაცია? უი, არ დაიჯეროთ, ბევრი არც აქ ვარგოდა და არც ემიგრაციაში ვარგა! აი, ნახეთ, ვინმე პაატა აბჟანდაძე, რომელიც ამერიკაში რას აკეთებს, არავინ იცის, გამომდგარა ტარტაროზივით ორიოდე გამოთაყვანებულ დედაკაცთან ერთად და ეგრევე, დღესვე, ამ წამსვე ამთავრებს "ქართულ ოცნებას". არა, ნუ, ეხლა, ჩვენ ამაზე გიჟებიც გვინახავს, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ აი, ვითომ ქერა დედაკაცი ფეხით რომ თელავს ამავე "ქართული ოცნების" დროშას, გალეშილი მთვრალივით რომ დაბანცალებს დროშაზე, ასე აპირებს ხელისუფლების შეცვლას? ასე მოაქვს ერისთვის უფრო მეტი დემოკრატია?! მალე ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები... და რა? ესენი უფრო მეტად ჩაიხარშებიან საკუთარ ბოღმაში. განა ვინც აქედან გადათესლდა, ყველა ადამიანია? არა, ვინც ამ ქვეყანაში ტარტაროზი და დამპალი იყო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტარტაროზად დარჩა და ისევ ლპება! ჰო, კინაღამ დამავიწყდა... აი, კაცივით რომ დგას ვიდეოში და მიხა სააკაშვილის გასაგონად ხავის, ისაა, რამდენიმე დღის წინ გერმანიის საზღვარზე რომ დააკავეს და ამერიკაში გააპანღურეს. ევროპის სასამართლოში ჩასვლას აპირებდა ელო კილაძესთან, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. დიახ, საჩივლელად, რასაკვირველია. ოთხივე გამოაბუნძულეს, ნეხვი ისედაც არ გვაკლიაო! რა შეიძლება ეწოდოს ამ უგვანოთა საქციელს? არაფერი, მხოლოდ ნეხვთა ღაღადი!

 

ლევან სიხარულიძე