არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე

არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე

არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი:

“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას. ეს არის გაგრძელება მათ მიერ მოფიქრებული გეგმის, მას შემდეგ რაც აღიკვეთა ძალადობრივი სცენარის განვითარება“,- განაცხადა თალაკვაძემ.