კახელი მევენახეები: ნიკა, შენ მიაფსი მამაშენს!

კახელი მევენახეები: ნიკა, შენ მიაფსი მამაშენს!

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ.

აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებიან. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ისინი „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლას აპირებენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.


წყარო: "პირველი არხი"
ავტორი - ვაკო ორმოცაძე