ნიკოლოზ გვარამიას სპეცოპერაცია - "წიწაკა"

ნიკოლოზ გვარამიას სპეცოპერაცია - "წიწაკა"

გუშღამ "ცრუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ ახალი აქცია წამოიწყო - "ჭამეთ წიწაკა"!

ესე იგი, ეხლა რაშია საქმე... ამან, ამ გვარამიამ ეკა კვესიტაძის გადაცემაში უცებ გულის ჯიბიდან გავარვარებული წიწაკა დააძრო და შეჭამა - აი, თუ სალომე ზურაბიშვილს აირჩევთ, ასეთი მწარე იქნება ჩვენი ცხოვრებაო (ბებიაშენისამ, თქვენ დროს ხომ ცხოვრება თაფლივით იყო, აი!). მოკლედ, შეჭამა, დეეწვა ისედაც დამწვარი გულ-ღვიძლ-ჯიგარი და კუჭი, აბოყინა, ასლოკინა პირდაპირ ეთერში და გამოაცხადა ესტაფეტა, ერთი წიწაკა იქვე გადასცა კვესიტაძეს და იმანაც ეგრევე დაიწყო კვნესა. კიდევო, გამოაცხადა ჯიგარდამწვარმა გვარამიამ, ესტაფეტას გადავდივარ გაბუნია-ჟორჟოლიან-ასათიანთანო, იმათაც უნდა ჭამონო.

პრინციპში... ერთი დიდი შეცდომა მაინც დაუშვა გვარამიამ - საერთოდ, წიწაკის ჭამა არაეფექტურია, წიწაკა უნდა ამოისვა და ჰეეეე... წავიდა, ის ცხოვრება აღარ არიიიი!

იმედია, გვარამია ამ შეცდომას გამოასწორებს და "ნაცმოძრაობის" წევრები (კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, გია ბარამიძე, ბადრი შუბლაძე, მეგი გოცირიძე) კი არ შეჭამენ, ამოისვამენ. ვნახოთ, მეგობრებო, ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა, თუ წიწაკა არ გაჭრის, მაშინ სარსაც ითხრიან ერთ ადგილას!

გელა ზედელაშვილი