ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ მომთხოვა 9 მილიონი დოლარი

ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ მომთხოვა 9 მილიონი დოლარი

ბიძინა ივანიშვილი იხსენებს, თუ როგორ გაიყო პაატა ბურჭულაძისა და მისი გზები, როგორ და რატომ მოეკიდა მსოფლიო ბანი მტრად:

"საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ორი კაცის საუბარი ოფისში, რომელიც საჯარო არაა და ის გამოაქვთ, უგუნურების შემცველია. სხვათაშორის, იმასაც შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ეს უსუფაშვილმა მოახერხა ძალიან ჭარბად, მიუხედავად მისი მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა და შეუთანხმებლობისა, რომელსაც მე მას ვპატიობდი, ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის, რაც უსუფაშვილმა მოახერხა 2016 წელს, თანაც გამოიტანა და გამოიტანა აყირავებული... იძულებული ვარ, ვთქვა ის, რასაც არ ვთვლი ნორმად. მე ვიტყვი იმას, როგორც იყო ბურჭულაძეზე. პირველ შეხვედრაზე მე მას მართლაც შევთავაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, მან ამაზე მიპასუხა, რომ უნდოდა სცენაზე დარჩენა, რაც მე მადლიერებით შევაფასე. ამის შემდგომ, მისივე ინიციატივით მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენთან ერთად პოლიტიკაში თანაგუნდელი გამხდარიყო. მან დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, რომ რას ნიშნავს ეს? სცენიდან ვერ წამოვალ, თუ არ დავთვალე დანაკარგებიო. მე მივანიშნე, რომ შეგიძლია დარჩე სცენაზე და იყო ჩვენი მხარდამჭერი-თქო. არა, მე ეს არ შემიძლიაო… ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე, ის აღარ იყო პიკზე ასაკითაც და მოღვაწეობითაც, შევახსენე მისი ჰონორარიც და დაახლოებით რა დაჯდებოდა მისი სცენაზე დარჩენა. მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ეს ორი მილიონი იყოს-თქო და ამით დავასრულე საუბარი. მეორე დღეს პაატა ბურჭულაძის მეუღლე მოვიდა, ფურცელზე დაწერილი ანგარიშის ნომერი მომიტანა და 2 მილიონის გადარიცხვა მთხოვა. მე ვუთხარი, არა, მე ეს არ მიგულისხმია, ხუმრობით დავითვალე-მეთქი".