შსს: პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 27 მოქალაქე დაშავდა

შსს: პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 27 მოქალაქე დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარება 27 მოქალაქეს დასჭირდა. როგორც შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, დაშავებულთა შორის 12 ადგილობრივი და 15 პოლიციელია.
პოლიცია მოუწოდებს ადგილობრივებს კანონმორჩილებისკენ წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს ცნობით, “პოლიცია იმოქმედებს კანონის მთელი სიმკაცრით”.