ირაკლი ქადაგიშვილი: პანკისის ხეობაში პროცესი არის მართული

ირაკლი ქადაგიშვილი: პანკისის ხეობაში პროცესი არის მართული

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პანკისში ამ წუთებში მიმდინარე პროცესები მართულია იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც არ სურთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ზიანს აყენებენ პანკისის მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსაც.
” რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის მართული, მართული პროცესია იმ ჯგუფებისგან, რომელთაც არ სურთ, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შედგეს. ეს ის ჯგუფია, რომელიც მოუწოდებს დღეს ხალხს, დაესხან თავს პოლიციას. შეიარაღებული არიან ათასგვარი ბასრი მეტალის იარაღებითა და ჯოხებით. ეს ჯგუფი ზიანს აყენებს პანკისის მოსახლეობის ინტერესებს.
დღეს ვინც წამქეზებულ მოსაზრებას დააყენებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მათზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჰესი და ენერგეტიკა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მთელი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.​შეგ
ახსენებთ, პანკისის ხეობაში ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.