N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, ქალ მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა.

თეატრალიზებული წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი თავად მსჯავრდებულები არიან.

სპექტაკლს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მსჯავრდებულებს წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადეს და მსგავსი ღონისძიების პენიტენციურ დაწესებულებაში გამართვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.