თეა წულუკიანი: პენიტენციურ დაწესებულებებს სამხედროები დაიცავენ

თეა წულუკიანი: პენიტენციურ დაწესებულებებს სამხედროები დაიცავენ

"იმისთვის, რომ 15 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრი დავიცვათ, გვჭირდება 1500 წვევამდელი, რადგან ჩვენს სისტემაში მუშაობს წვევამდელი სისტემა. დღეს ჩვენ გვყავს 411 წვევამდელი. ეს პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, გადავიდეთ სრულად ან ეტაპობრივად საკონტრაქტო სამსახურზე, ეს მოითხოვს თანხებს. თუ კი საბიუჯეტო პროექტი და თქვენი მხარდაჭერა იქნება, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე, ან 2 დაწესებულებაში მაინც, რადგან ჩვენ საპილოტე რეჟიმში მაინც თუ არ ჩავრთეთ საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა, რეალურად 1500 პირის ნაცვლად, გვიცავს 411 წვევამდელი.

უნდა ვაღიარო, მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ. მზად ვარ, ამაზე ჩემს კოლეგებთან და ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.