პენიტენციურ სისტემაში პრევენციული სამედიცინო კონსულტაციები იწყება

პენიტენციურ სისტემაში პრევენციული სამედიცინო კონსულტაციები იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციულ სამედიცინო კონსულტაციებს იწყებს. აღნიშნული პროცესი დღეიდან დაიწყება და ეტაპობრივად ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში დღეს, 13 აპრილს დაგეგმილია N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტი. კერძოდ, დაწესებულებას ეწვევიან ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, კარდიოლოგი, დერმატოვენეროლოგი, უროლოგი და ენდოკრინოლოგი (შესაბამისი აპარატურით და სამედიცინო ხელსაწყოებით). კონსულტაციებს გაუწევენ N11 დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვნებს და საჭიროების შემთხვევაში თითოეული მათგანი შესაბამის სამედიცინო სერვისს მიიღებს.
პრევენციულ სამედიცინო კონსულტაციებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი პერიოდულად ატარებს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.