N16 პენტიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

N16 პენტიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

N16 პენიტენციური დაწესებულებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში, სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. პროექტს ახორციელებენ „ASB საქართველო“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო N16 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ სწავლების პროცესში შესრულებული ხელნაკეთი ნივთები და ასევე, სასწავლო პროცესის ფარგლებში მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები. 
ცენტრმა „აფხაზეთი“ აქტივობები N16 დაწესებულებაში 2017 წლის მაისში დაიწყო (სწავლება ამჟამადაც გრძელდება). ამ ხნის მანძილზე მოხდა ოთხი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის - ტყავზე მუშაობა, მინანქარი, ტანსაცმლის კონსტრუირება, ფოტოგრაფია - იმპლემენტაცია. პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით მონაწილეებმა აითვისეს ხელობები, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შეიმუშაონ და შექმნან სხვადასხვა აქსესუარები და ნივთები. პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი მსჯავრდებული. მიღებული გამოცდილება მსჯავრდებულებს დაეხმარება გათავისუფლების შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში.
პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში (N16, N5 დაწესებულებები), ასევე, პროექტში ჩართულნი არიან ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები. პროექტი 2020 წელს დასრულდება და 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს, როგორიცაა სოციალური უნარების ტრენინგები, პროფესიული სტაჟირება, ხელობის შესწავლა, ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური სახით ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.