გელა ზედელაშვილი: უგულავა ამტკიცებს, პოლიტიკაში მთავარი პატიოსნებააო

გელა ზედელაშვილი: უგულავა ამტკიცებს, პოლიტიკაში მთავარი პატიოსნებააო

კარგი ღამე იყო... წუხელ ტელევიზორი შემთხვევით გადავრთე რომელიღაც არხზე და გიგი უგულავა ბაზრობდა: პოლიტიკაში მთავარი პატიოსნებააო. თუმცაო, ხელისუფლებამ მობეზრება იცისო... აი, როგორც ჩვენ მოვბეზრდითო. წამყვან ქალს ეუბნება, თქვენ რომ 6 თვის განმავლობაში აეგ პიჯაკი ჩაიცვათ ყოველდღე, გაცოფდებით, დაჭრით და გადააგდებთო. დიახ, ჩვენ მოსახლეობას მოვბეზრდით, გადაგვირჩიეს, ახლა კი ცვლილებების დროა, "ოცნებაც" მობეზრდათო, "ევროპული საქართველო" ახალი ძალაა, დათო ბაქრაძე დაალაგებს ამ ქვეყანასო, ფული ყველაფერს არ ნიშნავსო, ბოლოს მაინც პატიოსნება იგებსო.

არადა, ამ არჩევნებში ყველაზე მეტი შემომწირველი თქვენ გყავთო, - გაუბედა წამყვანმა უგულავას, რომელიც ისე იყო ეშხში შესული, პირიდან დორბლს აფრქვევდა, ტრაკიდან კიდევ ბოლს. ტექდათვალიერება აშკარად არ აქვს გავლილი.

ეგ ჰო, მაგრამ ამჯერად ჩვენ ფულზე ხომ არ ვლაპარაკობთო? - გააჩუმა წამყვანი და ისევ თავისებურად გარეკა, - ასეთი უპატიოსნო, ამაზრზენი და მატყუარა ხელისუფლება საქართველოს არასოდეს ჰყოლიაო.

მაიცა, თქვენ პატიოსნები იყავითო? - ისევ გაუბედა წამყვანმა.

ჰმ... ეხლა კიდევ წარსულზე ვილაპარაკოთო? ჩვენ ხომ მომავლის საქართველო უნდა ავაშენოთო? - ისევ შეუტია უპატიოსნესმა უგულავამ იქით.

***

მართლა საინტერესო ღამე იყო, ერთი საათი ილაპარაკა უგულავამ და მე მივხვდი, რას ნიშნავს პატიოსანი, სუფთა წარსულის პოლიტიკოსი!

თუმცა... შე ჩემის მობეზრებულო, 2007-შივე რომ ამომიხვედი ყელში, 2012-მდე რატომ არ დაახვიე? ან 2012-ში რომ დაგაგვხვინეთ, 2018-ში რაღას გვეტენები?!  

წადი, გიგი, გაიარე, კოჭი გააგორე, ფისი ქენი, დაიძინე!