ვალერიან გორგილაძე: პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა

ვალერიან გორგილაძე: პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა

პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა,- ამის შესახებ სოციოლოგმა ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურის გამოძიება არის დაანონსებული რამდენიმე თვის წინ. ამის შემდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე ჯერ გამოვიდნენ "თიბისის" დირექტორის საბჭოდან, შემდეგ ისევ შეუერთდნენ, შემდეგ კი ხაზარაძემ დაანონსა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, ეს განიხილებოდა როგორც ერთგვარი პრევენცია პროკურატურის გამოძიებისაგან, ანუ გასაგები ხდება, რომ ახლა ძირითადი მესიჯები სხვადასხვა ჯგუფებისგან იქნება, ის რომ ხელისუფლება ახორციელებს ძალადობას, არადა, ხაზარაძე ამ ჯგუფს ქმნიდა მაშინ, როდესაც იცოდა რომ პროკურატურა მის საქმიანობას იძიებდა. პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა",- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.