ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი გამორიცხულია

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი გამორიცხულია

ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ბიზნესზე ზეწოლა ყოველდღიური მოვლენა და სისტემური პრობლემა იყო, ხოლო „ქურდის ფუნქცია“ საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას.

„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ განცხადებას, რომელიც გავაკეთე მაშინ, იმ შეხვედრის შემდეგ. მე შეგახსენებთ, რა ვითარება იყო ადრე და რა ვითარებაა არის დღეს. ბიზნესზე ზეწოლა იყო ყოველდღიური მოვლენა იქამდე, ვიდრე შეიცვლებოდა ხელისუფლება 2012 წელს. მე მქონდა ერთხელ საშუალება, ბიზნესმენებთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, აღარ მახსოვს 2010 წელი იყო, დაახლოებით 15 კაცი იჯდა და 15-ივე ბიზნესმენმა მოყვა თავისი ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებდა მაშინ ზეწოლას ხელისუფლება ბიზნესმენებზე. საუბარი იყო შანტაჟზე, ფულის გამოძალვაზე, ქონების წართმევაზე, 15-ივე ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ისტორია ამ ზეწოლის და გამოძალვის თაობაზე.

მაშინ შემთხვევით მოვხვდი ამ სუფრაზე, მე თვითონ ბიზნესმენი არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ იმდენად სისტემური იყო ეს პრობლემა, ბიზნესის რეკეტის პრობლემა, მაშინ მოხდა, გახსოვთ, ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია. ანუ, ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სახელმწიფომ. ეს იყო საერთო სურათი და ეს იმდენად სისტემური იყო, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ, სახელებით, გვარებით, ჩემი მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, უამრავი ფაქტი იყო, რაზეც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია სახელებით და გვარებით. ეს იყო ვითარება 2012 წლამდე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.