თამარ ჩუგოშვილი: პოლიციელები იდგნენ და ითმენდნენ, სადამდეც შეეძლოთ

თამარ ჩუგოშვილი: პოლიციელები იდგნენ და ითმენდნენ, სადამდეც შეეძლოთ

"ყველამ, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს უნდა გავიგოთ, რომ ცვლილბების ერთადერთი,  ლეგიტიმური გზა, ეს არის არჩევნები. სხვა გზები ამ ქვეყანას აქცევს, ანგრევს“,- ამის შესახებ ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა. 
,,ყველა ადამიანმა, ვისაც  ქვეყანა გვიყვარს, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, უნდა გავიგოთ, რომ ცვლილებების, სიახლეების და განვითარების ერთადერთი გზა არის მხოლოდ პოლიტიკური გზა  და ეს აჩევნების გზაა. ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში წერია, რომ სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს, სამართლებრივი  შედეგიც უნდა მივიღოთ, რა შტურმზე, პარლამენტში შევარდნაზე  იყო ლაპარაკი. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთ ქმედებებს მოჰყვება პასუხისმგებლობა და სასჯელი. მეორე არის ის, რომ  ტრაგედიაა  და ტრაგიკული, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება გახდა გარდაუვალი. 80 პოლიციელი იყო დაშავებული, 30 პოლიციელი შეთარიეს  ბრბოში და მათ დაზიანებები მიიღეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოუსმინოთ არ ყოფილა, თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს. დადგენილებაშიც არის და ჩემი პოზიციაცა, რომ არაა, რომ პროპორციოული ძალის გამოყენებას ან დამიზნებით სროლას, ან ასე შემდეგ, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, თუ ასეთი გამიზნული ქმედებები იყო, შედეგებიდან გამომდინარე ამის ფაქტები არსებობს , ზუსტად ისეთივე სიმკაცით უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, როგორი სიმკაცრითაც ეს მოხდება  პოლიციელებსა და ინსტიტუტებზე შტურმის დროს. ჩვენი უბედურება და ტრაგედიაა, რომ ვერ მოხდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა. ამის სივრცე აღარ იყო არანაირი, საათების განმავლობაში პოლიციელები იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ  და უძლებნენ ამ თავდასხმას, ეს ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ

რაც შეეხება გამოძიებას, ეს ის საკითხია, სადაც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. მე როგორც ვიცი სახალხო დამცველის ოფისი ამ დღეებში ინტენსიურად ეცნობა ყველა მტკიცებულებას და იმ მასალებს, რომლითაც ხდება ბრალის წარდგენა პოლიციელებისთვის თუ სხვა პირებისთვის,  ვისი მხრიდანაც  შესაძლოა ადგილი  ჰქონოდა ძალის გადამეტებას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილიმა. 
მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ეს ყველაფერი დააორგანიზა და  მშვიდობიანი, ლეგიტიმური აქცია, სადაც ახალგაზრდები იდგნენ, გამოიყენა. 
,,პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ადამიანების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი  ამ ძალადობრივი აქტისთვის გამოიყენა,  რაც ყველამ ერთად ვნახეთ. ამ პროცესებმა საქართველოს მოუტანა უკვე ძალიან დიდი შედეგი, უფრო დიდი პოლიტიკური შედეგი  და პოლიტიკური გარდატეხა, ვიდრე რამეს მოუტანია. აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ რეალობაში ვიღვიძებთ მთელი ქვეყანა. ჩვენ შეიძლება ამას ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ახალ რეალობაშ შევდივართ, კონფრონტაციის პოლიტიკიდან ქვეყანა გადადის თანამშრომლობის პოლიტიკაზე და ეს ვის არ აწყობს ? ერთადერთი, ვისაც არ აწყობს  ნაციონალური მოძრაობაა.  მიუხედავად იმისა,  წლების განმავლობაში სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, პირველი რაც გააკეთეს, როგორც კი განცხადება დაიდო, წავიდნენ მის  დაგმობაზე. რატომ? მათ აქვთ ერთადერთი მიზანი,  საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყანში ყოფნა. ჩემი აზრით, ამის შანსი მათ არ აქვთ და ერთადერთი შანსი ამისა არის გადატრიალებით და ან დამხობით, ოღონდ არა იმ პოლიტიკური ცვლილებით და რეალობით, რაც ნიშნავს პროპორციულ სისტემას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.