ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან

ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში:

"როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, მაშინ საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას. ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, ნაცნობი თემაა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომიდინარე, ცდილობენ რამენაირად „იხეირონ“, ასე ვთქვათ. არ ვიცი ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია, რაც იყო მაშინ მე თვითონ გავასწორე ყველაფერი. გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე - ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“.