ლაშა ნაცვლიშვილი: "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მსახურები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან

ლაშა ნაცვლიშვილი: "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მსახურები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან

„ბატონი შალვა შავგულიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განაყოფთან ერთად, რომლის წევრები დღეს არიან იმ რეჟიმის იდეოლოგები“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსახურები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან.

„ისინი იყვნენ რეჟიმის მსახურები, ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ბატონი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ იმ რეჟიმის იდეოლოგები - ბოკერია და ძმანი მისნი გამოსწორდნენ იმ დონეზე, რომ მათ შეიძლება ქვეყანა ვანდოთ. თუმცა, იმავდროულად, ბატონი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ  შეუძლებელია გამოსწორდეს რეჟიმის ერთ-ერთი ნაწილი.  ანუ, იდეოლოგი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც რეჟიმს ემსახურებოდნენ - შეუძლებელია“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუკი რამე ცხადყოფს  შალვა შავგულიძის პოზიციის სიმრუდეზე, ცხადყოფს მისი დღევანდელი პოზიცია 

„ძალიან მარტივად უყურებს და ცდილობს ბატონი შალვა, რომ სამართლებრივი ეკვილიბრისტიკით შეგვიყვანოს იმ ლაბირინთებში, სადაც ჩვეულებრივი მსმენელისთვის ძნელი იქნება შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა, უნდა დაეწერა თუ არ უნდა დაეწერა“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.