გელა ზედელაშვილი: ივანიშვილს 2012-ში ვუთხარი, "რესპუბლიკელები" არ დაგინდობენ-მეთქი!

გელა ზედელაშვილი: ივანიშვილს 2012-ში ვუთხარი, "რესპუბლიკელები" არ დაგინდობენ-მეთქი!

ეს იყო 2012 წლის გაზაფხული. ბევრ საკითზე ვისაუბრეთ. არავინ გვესწრებოდა, ორნი ვიყავით. "რესპუბლიკელებზე" ჩამოვარდა სიტყვა. ბატონმა ბიძინამ მკითხა, რას უწუნებო? მოღალატეები არიან-მეთქი. რას გულისხმობო? ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, ყველგან იყვნენ, ყველას აეკიდნენ და ბოლოს ყველას უღალატეს, არც თქვენ დაგინდობენ-მეთქი. განათლებული ხალხია, გამოსადეგიო. განათლებული კი არა, გაიძვერა ხალხია-მეთქი. კარგიო, ყველაფერი კარგად იქნებაო.

გავიდა ცოტა ხანი და "რესპუბლიკელებმა" მართლაც დაიწყეს ჩვეული სტილით მოქმედება. ახლა კი მიცვივდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიცი, ივანიშვილს იმ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ასეთმა მიდგომამ მაინც გაანაწყენა "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ამიტომაც დადგა არასახარბიელო შედეგი. ეს არ იყო ჩემი წინასწარმეტყველება, ეს მათი ბუნება, ჯიში და ჯილაგია!