ვახტანგ გომელაური: რეფორმების შესაბამისად იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

ვახტანგ გომელაური: რეფორმების შესაბამისად იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

“რეფორმების და სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად მიმდინარეობს და იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა”, – ამის შესახებ შსს-ს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროში ბევრი ახალი სიახლეა დანერგილი, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
“საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიან რეგულირებას და ა. შ. ჩემთვის ეს სამინისტრო ძალიან ახლობელია, არ არის უცხო, მრავალი წელი ვიმუშავე, მივალ კიდევ უფრო კარგად გავეცნობი, ბევრი სიახლეა, 4 წელია რაც წამოვედი იქიდან, რაც გადავხედე ძალიან ბევრი გაკეთდა, ბევრი სიახლეა და ამას გავაგრძელებთ აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.