რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თუ აშშ არ შეწყვეტს მუქარას, მაშინ დაკარგავს ერთგულ მოკავშირეს!

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თუ აშშ არ შეწყვეტს მუქარას, მაშინ დაკარგავს ერთგულ მოკავშირეს!

თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის სახით ერთგული მოკავშირე დაკარგოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ-ის ხელისუფლება ანკარას წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„ვაშინგტონში უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს“,

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთს სანქციების დაწესებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაემუქრა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ ანკარა არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს, მაშინ აშშ-ი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

პასტორ ბრანსონი რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაშია თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგანიზატორთა დახმარებაში სდებენ ბრალს.