ლალი მოროშკინა: ეჰ, მიშ, როგორ ვერ ისწავლე ჭკუა სკოლის მერე?!

ლალი მოროშკინა: ეჰ, მიშ, როგორ ვერ ისწავლე ჭკუა სკოლის მერე?!

მიხეილ სააკაშვილი შოკირებულია, მისი აზრით, არ შეიძლებოდა, სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილისთვის ვინმეს ხმა მიეცა - ეს როგორ, რანაირად, არ გრცხვენიათო? ამის თაობაზე სააკაშვილი თავის "ფეისბუქგვერდზე" ასე წერს:

სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე – მართლა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს ქოცებმა“, ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ? ეს ხომ არის ნამდვილი გაუპატიურების მცდელობა, მათ შორის მაგალითად, სამეგრელოს საზოგადოების.

მესმის, რომ სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, სამეგრელოში ორი აზრი არ არის ამ თემაზე. იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, არის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება სამეგრელოს თითოეული მკვიდრის.

როგორც ხედავთ, მიხეილს დღემდე აქვს ვაკელების მიმართ ბოღმა, რადგან მას არასოდეს, არც ერთ არჩევნებში არ სწყალობდნენ. მის მორიგ გამოხტომას კი ლალი მოროშკინა პასუხობს:

"ეჰ, მიშ, როგორ ვერ ისწავლე ჭკუა სკოლის მერ
გახსოვს, ვახო ხოშტარია, #51 სკოლის რაფიდან თავში რომ "პაპკას" გირტყამდა, შენ კი თვალცრემლიანი შენზე სამი თავით დაბალს შენდობას თხოვდი?
აი, მაშინ ჩაიდე ვაკე-ვერის სიძულვილი!!!
მაშინ გახდნენ ჩვენი ბიჭები შენთვის სოციალური მტრები
და კიდევაც ამოჟუჟე სათითაოდ... აბა, დათო ასათიანიც გაიხსენე...
რაც შეეხება სამეგრელოს!
მეგრელები განსაკუთრებულად ამაყი, ლამაზი და კრეატიული ხალხია!
დაანებე თავი სამეგრელოს გათელვას!
ეს ხალხი ყველაზე ახლოსაა კონფლიქტის ზონასთან და ყველაზე სენსიტიურად აღიქვამენ მოვლენებს!
შენ 12-კაციან ბანდას ტყვეობაში ყავდა ხალხი! დაშანტაჟებულ-დაშინებული!
შენი და სანდრას (ამ ქალბატონზე კი იცი რამდენი მაქვს მოსაყოლი) დრო არასოდეს დაბრუნდება!
შეირგე დროსანამ ქვეყნის გადატრიალების მცდელობის მუხლი წაგიყენეს"!