ვინ ამოხსნის საიდუმლოს, რომლის გამოც ფაშისტ სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ?

ვინ ამოხსნის საიდუმლოს, რომლის გამოც ფაშისტ  სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ?

"ნაცმოძრაობის" (ფსევდონიმი - გაერთიანებული ოპოზიცია) მხარდამჭერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრიდან რამდენმა ადამიანმა იცის, სინამდვილეში, რაშია საქმე და რა იმალება ამ დემოკრატიის და თავისუფლების სახელით გაჟღერებული მაღალფარდოვანი და ვითომდა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გაჟღენთილი მოთხოვნების და მოწოდებების უკან?
საერთოდ, რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში, ვინ არიან ეს ლიდერები, ამ ლაშქარს რომ მიუძღვიან წინ და საით მიჰყავთ "რუსთავი 2"-ის ტვინების გამომრეცხავი მანქანის მიერ დაზომბირებული და დაჰიპნოზირებული ხალხი?
რატომ არავის არ უჩნდება ეჭვი, რომ ეს ლიდერები, გულუბრყვილოთა თვალის ასახვევად, ვითომდა, პროდასავლური ანაფორები რომ გადაუცვამთ, შეიძლება ახალი ყაიდის მღვდელი გაპონები იყვნენ? ამ გაპონების მეთაური, მთავარი გაპონი, გვარად სააკაშვილი, ამსტერდამიდან მოუწოდებს ექსტაზში ჩავარდნილ ლაშქარს, არ დაიღალონ, არ გაჩერდნენ, წინ იარონ!
წინ კი ხაფანგია, მახეა, განსაცდელია, თუმცა გაპონები საპირისპიროს უმტკიცებენ "მრევლს"

***
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურმა მშვიდობიანად, განსაკუთრებული ექსცესების და დარღვევების გარეშე ჩაიარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც არ ცნობს არჩევნების შედეგებს, არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
გასაოცარი მოთხოვნაა თავისი ალოგიკურობით და არასერიოზულობით - თუ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიგაჩნია, მაშინ ამ არჩევნების შედეგების ანულირებას და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას უნდა მოითხოვდე და არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც პრეზიდენტის არჩევასთან არანაირ ბმაში არ არის.
"ნაცმოძრაობისგან" და მის კალთას შეყუჟული .. ოპოზიციური პარტიებისგან, აგრეთვე, მათი სატელიტი არასამთავრობოებისგან არაფერია გასაკვირი, მათ შორის არც ის, რომ არაფრად არ ჩააგდონ, ერთი კანდიდატი მეორეზე 20%-ით ანუ 300 000 ხმის უპირატესობით რომ გაიმარჯვებს, მაგრამ ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს, წესით და რიგით, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი რომ უნდა იყვნენ, რა ემართებათ, შავზე შავის და თეთრზე თეთრის თქმა რომ უჭირთ?
სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების (მათი ნაწილის) ორჭოფულმა, ზოგჯერ ფარისევლურმა და დემაგოგიურმა დასკვნებმა მისცა საბაბი და მოტივაცია .. გაერთიანებულ ოპოზიციას, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ელაპარაკათ და შედეგების ცნობაზე უარი განეცხადებინათ.
ერთ ორგანიზაციას ეყო თავხედობა და ისიც კი განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულაო.
სხვა არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, სინამდვილეში, პირწმინდად წააგო ლევან გაჩეჩილაძესთან პაექრობაში, მაგრამ გრ. ვაშაძის ამჟამინდელი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მეცადინეობით, მაშინ იმდენი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა, იმდენი გაყალბებული ბიულეტენი ჩაიყარა საარჩევნო ყუთებში, იმდენი "კარუსელი დატრიალდა" სააკაშვილის სასარგებლოდ, რომ დამარცხებული სააკაშვილი პრეზიდენტად გამოცხადდა, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვებულ თვალს ეს ყველაფერი რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა.
სააკაშვილმა არნახული თავხედობით და უტიფრობით, ფაქტობრივად, მიიტაცა პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ დემოკრატიის სადარაჯოზე ფხიზლად მდგარ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ყაჩაღურ აქტზე, რომელსაც რატომღაც არჩევნები ერქვა, არავითარი რეაგირება არ ჰქონია.
ის კი არა, ამ ბანდიტობის შემდეგაც კარგა ხანს ეძახდნენ სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას", ხოლო საქართველოს - დემოკრატიის რეგიონალურ ოაზისს.
მერე რა, რომ ამ "ოაზისში" უმოწყალოდ დახოცილი უდანაშაულო ადამიანების სისხლის ტბები იდგა და ციხეებში გამოკეტილი ათიათასობით ადამიანის სასოწარკვეთილი გმინვა ისმოდა, მაინც ოაზისს ეძახდნენ, ამ ოაზისის შემოქმედს კი - დემოკრატიის შუქურას.
ეს "შუქურა" პრეზიდენტობის პოსტის მიტაცების შემდეგ 7 თვეში რუსეთთან ომში ჩაება.
რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ზემძლავრი სახელმწიფოებიც კი ერიდებიან, მაგრამ უშიშარ `შუქურას~ არ მორიდებია
დღემდე ამოუხსნელ გამოცანად რჩება, რამ შეაგულიანა ბუნებით მხდალი სააკაშვილი და რამ გაალომგულა ასე, რომ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემს, არ შეეპუა და ბრძოლაში შეჰყვა?
- პროვოკაციაზე წამომაგესო, - ამბობს დღეს სააკაშვილი, თუმცა აგვისტოს ომის წინა პერიოდს და უშუალოდ ომის დღეებში განვითარებული მოვლენების დეტალებს და ნიუანსებს თუ გავიხსენებთ, სააკაშვილის ქმედებები სულაც არ ჰგავდა პროვოკაციაზე წამოგებული კაცის ქმედებებს.
წინასწარ წაგებისთვის განწირული ბლიც-ომის შემდეგ, როცა რუსებმა თბილისისკენ გაიწიეს, რასაც შეიძლებოდა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამხობა მოჰყოლოდა ("ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ელიტა უკვე გარბოდა საქართველოდან, აშშ-მა, ევროპის სახელმწიფოებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს - რუსეთს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების დამხობა სურსო. როგორ დემოკრატიულად იყო "არჩეული" სააკაშვილი, ამაზე ცოტათი ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა დემოკრატიაზე ფიქრისთვის ვის ეცალა - მთავარი იყო, "რიგითი" სააკაშვილი გადაერჩინათ და მთელი ოთხი წლით, 2012 წლამდე გადაარჩინეს კიდევაც.
სააკაშვილი კი გადაარჩინეს, მაგრამ საქართველო გამესამედდა, დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ქართველი ლტოლვილად და დევნილად იქცა, თუმცა სააკაშვილს ამაზე დიდად არც უნაღვლია - რა მოხდა, რაღაც 150 სოფელი დავკარგეთო, - განაცხადა

***
თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, "ნაცმოძრაობის" მიერ აკვიატებული და ათასჯრ გამეორებული ლოზუნგი სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა! სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში ბრალს საქართველოს დებს! - ვის გასაგონად და ვის საყურადღებოდ იყო ნათქვამი?
თქვენ გგონიათ, ქართველი ამომრჩევლის თვალების ასახელად და გონს მოსაყვანად იჭაჭებოდნენ ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები ასე თავგამოდებით?
არც დაიჯეროთ! ქართველი ხალხის გასაგონად კი არა, რაღაც სხვა ძალების გასაგონად იმეორებდნენ ასე დაჟინებით და მიზანმიმართულად ეს ფარისევლობასა და დემაგოგიაში დაოსტატებული ნაძირლები ამ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს - სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" თქვენ გღალატობენ, ისინი არ არიან და ვერც იქნებიან თქვენი ერთგული პარტნიორები, თქვენი მიზნების და ამოცანების უსიტყვო შემსრულებლები. თქვენი ყველაზე საიმედო პარტნიორები ვართ ჩვენ და ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით. დავამტკიცეთ თუნდაც 2008 წლის აგვისტოში, როცა ნახევარი საქართველო რუსეთს შევალეწეთ, სამაგიეროდ, რუსეთს ოკუპანტის იარლიყი ავაკარით შეუბლზე. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავიმეოროთ ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. "ქართული ოცნება" კი ამის გამკეთებელი არ არის, რაც მთი ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა წელიწადმაც დაამტკიცა.
აი, ეს ქვეტექსტი ედო სარჩულად ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, აი, ეს მესიჯები იგზავნებოდა უწყვეტ რეჟიმში დასავლეთის მიმართულებით და, როგორც ჩანს, მათ ნაწილობრივ დაარწმუნეს კიდევაც საერთაშორისო ინსტიტუტების და ცალკეული სახელმწიფოების ადმინისტრაციების ნაწილი, რომ ეს მესიჯები რეალობას შეესაბამება.
როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ნაკლებად აინტერესებთ, საქართველოში დემოკრატია იქნება, ფაშიზმი თუ პირველყოფილი თემური წყობილება, მთავარია, საქართველოს შეუნარჩუნდეს რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად დაპირისპირებული სუბიექტის ფუნქცია, რაზეც ნაციონალები და მათი სატელიტები შინ თუ გარეთ ხმამაღლა და ხაზგასმით აფიქსირებენ თავიანთ მტკიცე მზადყოფნას, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ.
რევანშის დაუძლეველი წყურვილით შეპყრობილი სააკაშვილი, ცხადია, ყველაფერზე წავა, ყველაფერზე დათანხმდება, რომ "სამეფო ტახტი" დაიბრუნოს.
ამ მიზნის მისაღწევად ის უყოყმანოდ გაწირავს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადარჩენილ საქართველოსაც და მთელ ქართველ ხალხს თავის "ნაცმოძრაობიან" "ქართულ ოცნებიანად" რუსულ იმპერიას შეაწყვეტს.
ეს სიტუაცია რაღაცით ჰგავს "კავკასიური ცარცის წრის" იმ სცენას, როცა ნამდვილი დედა ბავშვს ხელს გაუშვებს - აბა, ბავშვს შუაზე ხომ არ გავხლეჩო?
ესენი, ეს ნაციონალები და .. გაერთიანებული ოპოზიცია, მზად არიან, საქართველო თუნდაც შუაზე გაიხლიჩოს ან ნაწილ-ნაწილ დაიშალოს, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ, "ქართული ოცნება" კი, რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას, დარწმუნებული ვართ, ამაზე არ წავა.
"ქართული ოცნება", ალბათ, გრუშესავით მოიქცევა და, ღმერთმა ნუ ქნას, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თავის ქვეყანას გასახლეჩად და გასაგლეჯად ვერ გაიმეტებს.
ეს არის დიდი განსხვავება "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის.
ის, ვისაც "ნაცმოძრაობა" პატრიოტობად ასაღებს., სინამდვილეში, დიდი პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენასთან კი არ გვაახლოებს, არამედ კიდევ უფრო გვაშორებს მას.
"ნაცმოძრაობა" იმ ინსტრუქტორს ჰგავს, რომელიც სპეციალურ ბანაკებში თვითმკვლელ ტერორისტებს ტრენინგებს უტარებს, ფსიქოლოგიურად წვრთნის და იმ მომენტისთვის ამზადებს, როცა მსვერპლი მზადაა, ჯიჰადის ქამარი შეიბას და მტერს ეკვეთოს.
"ნაცმოძრაობას" საქართველოსთვის ჯიჰადის ქამრის შებმა უნდა!

ვახტანგ ხარჩილავა