რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე: ესენი ახალგაზრდების სახელით არ უნდა ლაპარაკობდნენ!

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე: ესენი ახალგაზრდების სახელით არ უნდა ლაპარაკობდნენ!

„ჩვენ, ქართველმა ხალხმა  უნდა გავაპროტესტოთ ოკუპაცია პოლიტიკოსების გარეშე, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, რომლებსაც ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით“ - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისულმა  მოქალაქემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები გაემიჯნენ ოპოზიციის ერთ წარმომადგენელს, მაგრამ არ გაემიჯნენ სხვებს, რომლებსაც ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით. მან ჰკითხა აქციის მონაწილეებს, რატომ არ ემიჯნებიან პოლიტიკურ პროცესებს. 
”რატომ არ ემიჯნებით პოლიტიკურ პროცესებს? დავცალოთ ეს აქცია პოლიტიკოსებისგან, ვნახავთ, რომ აქ დარჩება 20 ადამიანი.   ესენი ახალგაზრდების სახელით არ უნდა ლაპარაკობდნენ. წარმოუდგენელია ამ ადამიანებისთვის, რომ საქართველოში ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ვისაც აქვს პროდასავლური ხედვა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი პოლიტიკური პროცესების და სარჩულის გარეშე. მაგალითად  შოთა დიღმელაშვილი. წარმოუდგენელია მსგავსი ადამიანებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ მართულები“, - განაცხადა მან.  
მის განცხადებას აქციაზე შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა,  სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ სიტუაცია მალევე განიმუხტა.