ვახტანგ მაისაია: "რუსთავი 2" უკვე აგონიაშია!

ვახტანგ მაისაია: "რუსთავი 2" უკვე აგონიაშია!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია "რუსთავი 2"-ის ეთერში ("შაბათის კურიერში") გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარი იყო იმაზე, თითქოს ამავე უნივერსიტეტში დიპლომები ყალბი დიპლომები იყიდება. ასევე საუბარი იყო, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არის დოქტორანტი და საერთოდ არაფერს აკეთებს, არ ესწრება ლექციებს და არ ასრულებს დავალებებს.

ვახტანგ მაისაია:

"რუსთავი-2 უკვე აგონიაშია და არა მარტო ბინძურ პოლიტიკურ, არამედ იაფასიან კერძო შეკვეთებსაც ასრულებს, ოღონდ ძალიან მდარე ხარისხით.. ისე, ვინც ეს შეკვეთა მისცა ამ "გენიოსებს", ფული ტყუილად გადაეყარათ. მოკლედ, "რუსთავი-2" განიცდის დიდ ფინანსურ კრიზისს, რადგანაც უკვე ასეთ იაფასიან დონეზე დაეცა... მალე თვითონ იქნება სატელევიზიო რეიტინგებში.. ბოლოდან პირველი"!