გია გაბრიჭიძე: რუსი მოდის, რუსი მოდისო!

გია გაბრიჭიძე: რუსი მოდის, რუსი მოდისო!

„სისტემური დეზინფორმაციის ანატომია“

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში - „თავისუფალი ხედვა“ გამოყენებული ეს ლაიტმოტივი, ზუსტად აღწერს იმ სიტუაციას, რომელშიც ვითომდა დასავლური ღირებულებებისთვის და რუსული პროპაგანდის წინღმდეგ მებრძოლნი ცდილობენ ქართული საზოგადოების ჩაყენებას.

ცხადია, რომ ის „წერტილოვანი დარტყმები“ და ცრემლიანად შეშფოთებული შეძახილები - რუსი მოდის, რუსი მოდისო, საქართველოს მოსახლეობას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და ძირითადად დასავლეთელი დონორებისთვის არის განსაზღვრული, მაგრამ მათდა საუბედუროდ არც ის დამფინანსებლები არიან ყორჩიხა ხანის მთავარბანაკის წარმომადგენლები და არც ესენი მარტყოფის ველზე შეკრებილი ქართველი მებრძოლები, რომ სიმართლე მიიჩქმალოს.

თუ აქამდე დეზინფორმაციის სისტემურად გამავრცელებლებს ხელში სრული კარტ ბლანში ჰქონდათ, რადგანაც გარდა ბეჭდური მედიის მცირე ნაწილისა, ფაქტობრივად არავინ ამხელდა მათს სწორედაც რომ ანტიდასავლურ ქმედებებს და რუსული პროპაგანდის წისქვილზე წყლის დასხმას, დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძალიან კვალიფიციურად გასცა პასუხი იმას, რომ ე.წ. „მედიის განვითარების ფონდი“, თავისი „ხაზეიკას“, თამარ კინწურაშვილის მეთაურობით, არიან ცრუ ინფორმაციების გამავრცელებლები და დონორების მოსაღორებლად თავად ქმნიან ფეიკ-ნიუსებს, რომლებშიც გვიმტკიცებენ რომ „ბნელი“ ქართველები და კიდევ უფრო „ბნელი“ ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები, მხოლოდ რუსულ არხებს ადევნებენ თვალყორს და ერთი სული აქვთ თეთრ ცხენზე ამხედრებული პუტინი იხილონ.

არადა სწორედაც რომ ამ ტიპის „ცივილურები“ არიან რუსული ჩექმის მომხრეები, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც უფრო დაძაბავენ სიტუაციას, ბიძია ჯორჯი და ქალბატონი ქეთი ხუციშვილი, ჩვენს გასანათლებლად მით უფრო მეტ მაყუთს გამოვლენ.

ვუსმენდი ე.წ. „მედიის განვითარების ფონდის“ (არადა მართლა მაინტერესებს რას „ანვითარებს“ ეს ფონდი