ბიძინა ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდა, რომ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდა, რომ შემოვიდეს

ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობას“, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს და დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ჩამოდის დიდი რაოდენობით. იმ ძირითად პრობლემაში, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ლომის წვლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს. დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს. ამას აკეთებენ, ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილია. რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.