მუნიციპალიტეტებში 24-საათიანი წყალომომარაგებით 230 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს

მუნიციპალიტეტებში 24-საათიანი წყალომომარაგებით 230 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს

2013 წლიდან შესრულებული სამუშაოები 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2013-2018 წლებში საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგება-წყალარინების  ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, სულ 600 მილიონ ლარის 59 პროექტი განხორციელდა.

განხორციელებული პროექტების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების (კანალიზაციის) სისტემით სარგებლობს 231,691 ადამიანი, ხოლო წყალმომარაგების რეჟიმი გაუუმჯობესდა 200,000-მდე ოჯახს. 

სამუშაოები ჩატარდა ყველა რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში  წყალთან დაკავშირებული 11 პროექტი განხორციელდა, იმერეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 8 , სამცხე-ჯავახეთში - 6, კახეთში - 9, შიდა ქართლში - 6, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში - 3 პროექტი დასრულდა. 

ამ დროისთვის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგება-წყალარინების ქსელის, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და  ნაპირდაცვითი სამუშაოების  17  პროექტს ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო პროექტების დასრულების შემდეგ სტაბილური   წყალმომარაგება ექნება 203,000-მდე აბონენტს, ხოლო წყალარინების პროექტების დასრულების შედეგად, გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 112,000- მდე  ოჯახი. 

ამჟამად წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ახორციელებს მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ქვემო ქართლში (2 პროექტზე), სამეგრელო-ზემო სვანეთში (8 პროექტზე), გურიაში (2 პროექტზე), იმერეთში (2 პროექტზე), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (2 პროექტზე).  

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს სოფელი ჯვარის 10,000 ოჯახი, ქალაქ ზუგდიდის 70,000 ოჯახი ქუთაისის 100,000-ზე მეტი ოჯახი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი ურეკის 2800 ადგილობრივი და 20 000-მდე ტურისტი, წყალარინების სისტემა მოწესრიგდება ჭიათურის 20,000-მდე მცხოვრებს, ზუგდიდის 51,000, ფოთის 55,0000, ანაკლიის 3,000 და ურეკის 2 800 აბონენტს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 2019 წელს რეგიონების მასშტაბით დაგეგმილი აქვს 13 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება, რომელთა დასრულების შედეგად, 100,000-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებითა და თანამედროვე წყალარინების სისტემით ისარგებლებს.  

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობაზე.  სამობილიზაციო სამუშაოები დეკემბერში, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6  საათიანი გრაფიკით მიეწოდება.  პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების  35 200-მდე მაცხოვრებელი  სტაბილური, ხარისხიანი  წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალნმომარაგების სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიც. 2012 წლიდან დღემდე  ფონდის მიერ 234,624,030 ლარის ღირებულების 79 წყალმომარაგების პროექტი და 40,872,514 ლარის ღირებულების 12  წყალანირების პროექტი განხორციელდა. 

წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები ფინანსდება რეგიონული ფონდიდანაც. სულ ახლახან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში დასრულდა წყალსადენი სისტემის მშენებლობის 920 ათასი ლარის ღირებულების ორ ეტაპიანი პროექტი, რის შედეგადაც 2000-ზე მეტი ადგილობრივი მიიღებს სასმელ წყალს. ახალაშენებული წყლის მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია. ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და წლების განმავლობაში სასმელი წყალი ადგილობრივებს ცისტერნებით მიეწოდებოდათ.