სააკაშვილი სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნო

სააკაშვილი სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატი სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვალერი გელაშვილი 2005 წელს სცემეს.
გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.