ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რომ საქმე ომამდე არ მისულიყო

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რომ საქმე ომამდე არ მისულიყო

„სააკაშვილს და მის დამქაშებს, პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ომამდე საქმე არ მისულიყო” - განაცხადა „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. 
2008 წლის აგვისტოს ომამდელ ვითარებაზე  საუბრისას ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, 2008 წლის 7 აგვისტომდე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას და სწორედ  წინა ხელისუფლებამ, მიიყვანა აქამდე. 
„ის, რომ რუსეთს გამიზნული ჰქონდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ცხადზე ცხადი იყო. ეს ყველამ იცოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე, წინა ხელისუფლებამ, მიიყვანა საქმე ისე, როგორც მიიყვანა. მე მახსენდება 2003-2004 წლები, როცა სააკაშვილმა ჩაიბარა უკვე ხელისუფლება. ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთს არ ჰქონდა გამიზნული ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თავისი გავლენა ჰქონდა სეპარატისტებზე, მაგრამ მეტნაკლებად მიმოსვლა, გადასვლა და გადმოსვლა შესაძლებელი იყო. თუ არ ვცდები სააკაშვილი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ჩავიდა ცხინვალში” - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 
მისი თქმით,  2006-2007 წლებში, ჩვენ უკვე მივიღეთ დაძაბულობის და ესკალაციის სურათი და ამაზე პასუხის გასაცემად სერიოზული ანალიზია საჭირო. მისივე თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ  რუსეთს განზრახული  ჰქონდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და შორს მიმავალი საერთასორისო გეგმები ჰქონდა.
“დღეს, ნაციონალური მოძრაობა აპელირებს, რომ რუსი ოუპანტია. რუსი რომ ოკუპანტია ეს პატარა ბავშვმაც კი იცის. რად უნდა მაგას დიდი პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ფაქტია, რომ რუსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, სამხედრო ბაზები აქვს იქ განთავსებული და ჩადის ყველა იმ დანაშაულს, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში ცუდი ხდებოდეს. ჩვენ პოლიტიკურ დებატებში ხშირად ვადანაშაულებთ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას და უშუალოდ სააკაშვილს და იმიტომ კი არ ვადანაშაულებთ რომ რუსი ოკუპანტი არაა, რუსი ოკუპანტია, ყოვეთვის ოკუპანტად დარჩება. იმიტომ ვამბობთ ამას და ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, თავისი სააკაშვილით და თავისი იმდროინდელი გუნდით, რომელსაც არ ეყო ელემენტარული საერთასორისო პოლიტიკურ სიტუაციის ანალიზი და ელემენტარული სწორი სწორი პოლიტიკის გატარების უნარი. მაშინდელ ხელისუფლებას, სააკაშვილს და მის დამქაშებს, პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ომამდე საქმე არ მისულიყო”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.